უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში (ENI/2020/417-316)"

პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა  კომპეტენციების გაძლიერებასა და დასაქმებას  თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, აჭარა, კახეთი) ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში უწყვეტი განათლების ერთიანი პლატფორმის შექმნის გზით.

პროექტი მიზნად ისახავს:  საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის   სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაინერგოს ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები;თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტნიორებისუშუალო მონაწილეობით, შეიქმნას და დაინერგოს პედაგოგთა/ტრენერთა პროფესიული გადამზადების კურსები, რომლებიც  შეძლებენ, რომ მომავალში ადგილზე მოამზადონ დაინტერესებული პირები  ლაბორატორიული უსაფრთხოების მიმართულებით; შეიქმას  ონ-ლაინ პორტალი, რომელიც გააერთიანებს 2 ძირითად კომპონენტს ა) ცოდნის საერთაშორისო  პლატფორმა/ფორუმი, რომელზეც ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს საინტერესო და საჭირო განახლებად ინფორმაციას; ბ)  ერთიანი ონ-ლაინ დასაქმების/კარიერული განვითარების პორტალი, რომელშიც გაერთიანდება  ლაბორატორიული მომსახურების სფეროში არსებული ვაკანსიების, სტაჟირების, გადამზადების პროგრამების, საგრანტო კონკურსებისა და სხვა სახის ინფორმაცია; განვითარდეს თანაშრომლობა უნივერსიტეტებსა და კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებს   შორის სტაჟირების პროგრამების ინიცირებისა და განხორციელების გზით.

პროექტის ხორციელდება კონსორციუმის მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში თსუ-თან ერთად ჩართულები არიან: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან:  ტერამოს უნივერსიტეტი, ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი  და მილანის უნივერსიტეტი, კლინიკური მიკრობიოლოგიის  და ვირუსულოგიის ლაბორატორია.

 

ვიდეორგოლი - CoLLLab