უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo

ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

ტრენინგები დაიწყება 2021 წლის სექტემბრიდან და გაგრძელდება 2022 წლის ივლისამდე.
ტრენინგი ჯამურად ითვალისწინებს 1ერთკვირიან ინტენსიურ მეცადინეობას სრული დატვირთვით. განიხილება დროში გადანაწილების ალტერნატიული სქემა, კერძოდ კვირაში 3 -ჯერ მეცადინეობა 1 თვის მანძილზე.
ტრენინგები ჩატარდება 4 ქალაქში: ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბაზაზე; ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე; ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე; ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. პრაქტიკული მეცადინეობის ნაწილი თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცენტრალურ და ზონალურ ლაბორატორიებში.
ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სერტიფიცირებული ექსპერტები
ტრენინგებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ: - ახალგაზრდა პროფესიონალებმა (ბიოლოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, მედიკები) მათ შორის ახალკურსდამთვრებულები - ბაკალავრები და მაგისტრები, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი იმუშაონ კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებში (ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის სფერო) - ახალგაზრდა პედაგოგებმა, ან მომავალმა პედაგოგებმა, რომლებიც ჩართულები არიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის, აგრარული, სურსათის თუ სხვა ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლებაში. - პროფესიული ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ ლაბორატორიული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და დანართს, სადაც აღწერილი იქნება მიღებული ცოდნა და კომპეტენციები.
პროექტით გათვალისწინებულია 250 შერჩეული ინდივიდის გადამზადება უფასოდ. პროექტის დასრულების შემდეგ კურსების ფასი განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ.
მსურველების რეგისტრაცია წინასწარ დაანონსდება და დაიწყება 2021 წლის აგვისტო- სექტემბერში. შერჩევა მოხდება დადგენილი კრიტერიუმებისა და სარეგისტრაციო წესების მიხედვით - შესაბამისი ინფორმაცია გამოქვენდება ვებ- საითზე.
დიახ, პროექტი ითვალისწინებს სტაჟირების კომპონენტის ხელშეწყობას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (SESA) (https://www.facebook.com/worknet.gov.ge)