უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo

ლაბორატორიული სერვისები

განახლებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ლაბორატორიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულში: https://bit.ly/3dKJu2X ამ და აკრედიტაცისათან დაკავშირებულ სხვა საკითხებთნ დაკავშირებით ეწვით აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდს https://gac.gov.ge/ka/accredited-bodies/16
ბიოუსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგებს უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ტრენინგ რესურს ცენტრი, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ncdc.ge/#/blog/blog-list/5631460e-07a3-478e-930a-0c9830dc5e82
მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის, ნიადაგის და წყლის კვლევა. კვლევა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით 2016 წლიდან. ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან (თბილისი, ახალციხე, ქუთაისი) ერთად საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია გაირა ხუთმა რეგიონულმა ლაბორატორიამ (ზუგდიდი, მარნეული, გურჯაანი, დუშეთი და გორი). ლაბორატორიულ ქსელში დანერგილია ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://sla.gov.ge/
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილია თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ასევე უვნებლობის პარამეტრებზე შესაძლებელია ჩატარდეს: • ქლორამფენიკოლის განსაზღვრა თაფლში; • ქლორორგანული პესტიციდების: ჰექსაქლორციკლოჰექსანი (α,β,γ,δ იზომერები), დდტ და მისი მეტაბოლიტები (DDT, DDD, DDE), ჰეპტაქლორი) განსაზღვრა; • კადმიუმის (Cd); • ტყვიის (Pb ); • ანტიბიოტიკების - ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის და ქლორტეტრაციკლინის განსაზღვრა თაფლში; • დარიშხანის (As) განსაზღვრა თაფლში. მეთოდების დანერგვის პროცესი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტანდარტიზირებულია და ექვემდებარება საერთაშორისო მოთხოვნებს.
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის ბოთლში აიღეთ 500 მლ რაოდენობით წყალი, რომელიც წინასწარ გასტერილებულია, დაცულია ბამბა-დოლბანდის საცობით და ზემოდან დახურულია ქაღალდის საფარით. ღია წყალსატევებიდან (ჭა, მდინარე, აუზი და ა.შ.) წყლის სინჯი აიღეთ ბატომეტრით. ბატომეტრი ჩაძირეთ საჭირო სიღრმეზე (10-15 სმ წყლის ზედაპირიდან). წყალსადენის ონკანიდან წყალი აიღეთ იმ პერიოდში, როცა წყლის დიდი ხარჯვა აღინიშნება. ონკანს წინასწარ გაუკეთეთ სტერილიზაცია ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ტამპონის ალზე მოწვით, შემდეგ ონკანი გააღეთ ბოლომდე და 10-15 წთ-ის განმავლობაში დენის შემდეგ აიღეთ სინჯი. წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი გააკეთეთ არა უგვიანეს ორი საათისა მისი აღების მომენტიდან. აღნიშნული ვადის გაზრდა შეიძლება 6 სთ-მდე, თუ შენახვა და ტრანსპორტირება მოხდება 1-დან 5 С ტემპერატურის პირობებში.
ნიადაგის ნიმუშის აღება პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებისას უნდა მოხდეს შემდეგნაირად : 0,5-20 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი დაყავით არაუმცირეს 10x10 მ ზომის ნაკვეთებად. თითოეული (10x10 მ) ნაკვეთიდან აიღეთ ნიადაგის 10 წერტილოვანი სინჯი 20 სმ სიღმეზე. (20-20 გ ოდენობის თითოეული წერტილოვანი სინჯიდან). ყველა ნაკვეთიდან აღებული წერტილოვანი სინჯი გააერთიანეთ ერთ პარკში და გაუკეთეთ ეტიკეტირება. საანალიზო ნიადაგის ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს 200 -250 გ. სასურველია აღებული ნიადაგის ნიმუში საანალიზოდ მიიტანოთ იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეინახეთ მაცივარში 4-5 C. ჰელმითოლოგიური გამოცდისათვის - ნიმუში აიღეთ მაშინ, როცა ნიადაგი ტენიანია.
ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში/მასალაში ნიმუშის თვისებების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა.
იხილეთ თანდართული ფაილი: http://colllab.tsu.ge/storage/FAQ/wine_QA.docx