ტრენერების ტრენინგი
2021 წლის 14-22 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა ტრენერების ტრენინგი. ტრეინინგში ჩართულები იყვნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ტრეინინგის თეორიული ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული კი ლუგარის კვლევით ცენტრსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გაიარეს. ყველა მონაწილებ წარმატებით ჩააბარა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.