თსუ პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამის - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მეორე და მესამე ნაკადზე
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამის - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მეორე და მესამე ნაკადზე.
გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღია - 2022 წ. 20- 21 აპრილი. დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.
ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის სახელწოდება. ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინება!