უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo
ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროფესიული გადამზადების პროგრამის  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“  საზეიმო გახსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ საზეიმო გახსნა

12 აპრილი, 2022. თბილისი, თსუ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროფესიული გადამზადების პროგრამის  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“  საზეიმო გახსნა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა პროფესიული გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“. პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი),  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია).

 ღონისძიებას  დაესწრო  და მონაწილეებს მიესალმა სხვადასხვა ორგანიზაციის 30-მდე წარმომადგენელი, მათ შორის: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,  განმახროცილებელი ორგანიზაცები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული უნარების  სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ,  კატალინ გერმანმა  აღნიშნა:  “ევროკავშირი მუშაობს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და  უსაფრთოხების სასერტიფიკაციო  კურსების შექმნის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში სწავლების შესაძლებლობების დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით, უწვეტი განათლების  კუთხით.  ჩვენ ვამაყობთ, რომ  ეს ახალი კურსი  დასაქმების ბაზრის გამოწვევებს პასუხობს, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ლაბორატორული პერსონალისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას. ჩვენ მოუთმენლად ველით მიღწეულ შედეგებს“.  

შეხვედრაზე  პროექტის გუნდმა - ნინო ინასარიძე, ანა გულბანი, ქეთევან ზარიძე,  ელენე ჩერქეზიამ, ზურაბ ქუჩუკაშვილმა, ნინო არჩვაძემ -  სტუმრებს გააცნო შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები. მონაწილეებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. ღონისძიების მსვლელობისას  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პროგრამის მსმენელებს და მოესმინათ მათი შთაბეჭდილებები სასწავლო პროგრამაზე.  მონაწილეებმა, ასევე,  განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები  საერთო მიზნის მისაღწევად - პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. ღონისძიების დასასრულს პროგრამის პირველი ჯგუფის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.