სამუშაო ვიზიტი
2021 წლის 22-24 ივლისს, საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი დარიო კომპანიონე, ტერამოს უნივერსიტეტი, SLA პროექტის თანამშრომლების თანხლებით: რეგიონალური კოორდინატორი ანა გულბანი და ლელა კერძევაძე ეწვივნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ფილიალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ATSU) ქუთაისში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (BSU) ბათუმში, დააკვირდნენ მიმდინარე საქმიანობას და მისცეს რეკომენდაციები დემო ლაბორატორიების საბოლოო დიზაინსა და სტრუქტურაზე. ადგილობრივ თანამშრომლებთან დემო ლაბორატორიების დეტალებისა და მისი საოპერაციო შესაძლებლობების შესახებ შეხვედრები გაიმართა.