სასწავლო კურსი „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აკრედიტირებულია!
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ CoLLLab პროექტის ფარგლებში შექმნილმა პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსმა „ ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი. სწავლა განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. კურსზე მსურველთა მიღება მალე გამოცხადდება!