პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსმა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა პირველი ნაკადი მიიღო
CoLLLab პროექტის ფარგლებში შექმნილმა პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსმა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა პირველი ნაკადი მიიღო. აპლიკანტების შერჩევა მოხდა დადგენილი წესით, ხოლო ახალ მსმენელთა მიღება გამოცხადდება აპრილში.
გადამზადების კურსის პირველი კვირა ეხებოდა:
- მიკროორგანიზმებსა და ბიოლოგიური აგენტებს; ლაბორატორიებთან ასოცირებული ინფექციებს (ლაი, LAIs);
- ინფექციურ დაავადებებსა და ინფექციურ აგენტებს;
- ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიებში;
- ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების რისკის შეფასებას.
- მსმენელებმა შეასრულეს პრაქტიკული და ლაბორატორიული სავარჯიშოები.