უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo
ISTC მმართველი საბჭოს შეხვედრა

ISTC მმართველი საბჭოს შეხვედრა

მ/წ 2 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ მასში შემავალი წევრი სამეცნიერო ფონდების/ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების, ასევე ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის.  ფონდი,  როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის წევრი, აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნული ორგანიზაციის მისიას, ინტერესებსა და მიზნობრივ მიმართულებებს, როგორებიცაა: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, წყლის რესურსები და უსაფრთხოება და ა. შ.

ცენტრის (ISTC) მმართველი საბჭოს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოსთან მიღწეული თანამშრომლობის  შედეგები და ორგანიზაციის ფუნქციონირებაში ფონდის მხრიდან შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

შეხვედრაზე მხარეებმა კენჭი უყარეს  ორგანიზაციაში ახალი სახელმწიფოს, კერძოდ, კენიას გაწევრინებას  და წარმოადგინეს ცენტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს (SAC) სტრატეგია.

 

მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოში (SAC)  თავის წარმომადგენელს წარადგენს.