სემინარი ,, Smart Specialisation for Regional Growth in Georgia“
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში: ,, Smart Specialisation for Regional Growth in Georgia“. შეხვედრა ჩატარდა ევროკომისიის ერთიანი კვლევების ცენტრის (JRC) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანია „ჭკვიანი სპეციალიზაციის (Smart Specialization/S3) ეროვნული და რეგიონული გუნდის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნული პლატფორმის საქართველოში განხორციელების შესახებ და ამასთან, ცოდნის ამაღლება შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.
,,ჭკვიანი სპეციალიზაციის“ მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც, ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუციების, ასევე საქართველოში ბიზნეს ასოციაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლება, უნივერსიტეტებში წამყვანმა კვლევით დეპარტამენტებმა, კვლევით ინსტიტუციებმა და სოციალურ გამოწვევებზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.