პროფესიული განათლების კვირეული
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში, 7-10 დეკემბერს გაიმართება ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.