სამუშაო შეხვედრა
CoLLLab – 2020 წლის 18 დეკემბერს ონლაინ ფორმატში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის წევრები და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ). შეხვედრაზე ბაზრის კვლევისა და საპარტნიორო ურთიერთობების კოორდინატორმა ლუკა ჯანჯღავამ და კომუნიკაციისა და დისემინაციის კოორდინატორმა ანი ქირიამ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს შედგა დისკუსია, მოხდა წარდგენილი შედეგების შეფასება და შემდგომი აქტივობების განსაზღვრა.