შეხვედრა/ტრენინგი
ეპიდემიოლოგებისა და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი 11.02.2021
2021 წლის 11 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონულ ცენტრში გაიმართა ცენტრის ეპიდემიოლოგებისა და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი, რომლის მიზანია COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჰოსპიტალური ქსელის სამედიცინო პერსონალის გადამზადება მასალის უსაფრთხოდ აღებისა და მასთან დაკავშირებული ბიოუსაფრთოხოების პინციპების მიმართულებით.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მოეწყო ევროკავშირისა და მეცნერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიოუსაფრთხოებისა და COVID პაციენტებისგან მასალის უსაფრთხოდ აღების სწავლება სამუშაო ადგილზე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში COVID-19-ზე მომუშავე სამედიცინო პერსონალში ნიმუშის უსაფრთხოდ აღების პრაქტიკის დამკვიდრებას და ბიოუსაფრთხოების წესების და პრონციპების ცოდნის ამაღლებას, რაც შეამცირებს პაციენტთან კონტაქტით გამოწვეული რისკებს და სამედიცინო პერსონალის ინფიცირებას.
სწავლება ჩატარდება, საქართველოს მასშტაბით, 65 მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობას მიიღებს COVID-19-თან მებრძოლი მოწინავე ხაზის 440-450 სამედიცინო პერსონალი.
აღნიშნული აქტივობები დაიწყება მ/წლის 20 თებერვლიდან და გაგრძელდება აპრილის ჩათვლით. ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაში ჩართული არიან ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.