სამუშაო შეხვედრა
26 მარტი, 2021. პროექტმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მექანიზმები“, რომელიც გაიმართა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ფორმები, გამოწვევები, ასევე ბენეფიციართა შეფასების სისტემა და რეფერირების მექანიზმები. გამოიკვეთა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა (https://eu4georgia.ge/escape-employment-support.../) და სააგენტოს შორის თანამშრომლობის პოტენციური და პრიორიტეტული მიმართულებები, დაიგეგმა მომავალი ერთობლივი ღონისძიებები და ქმედებები.