უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo
სასწავლო ტური ტერამოში

სასწავლო ტური ტერამოში

2021 წლის 22-24 ოქტომბერს CoLLLab პროექტით გათვლისწინებული ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში შედგა სასწავლო ტური იტალიაში, რომელსაც მასპინძლობა გაუწია ტერამოს უნივერსიტეტმა (UniTe). საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა 12-კაციანმა დელეგაციამ დაათვალიერა უნივერსიტეტის კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები. ტრენერებმა მოისმინეს ლექციები კვლევით გარემოში მიკრობიულოგიური უსაფრთხოების და ასევე ლაბორატორიებში დანერგილ უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ, რომლებსაც გაუძღვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი პროფესორ დარიო კომპანიონეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის მონაწილეები ეწვივნენ ჯუზეპე მაზინის სამოქალაქო საავადმყოფოსა და გ. კაპორელეს ექსპერიმენტულ ზოოპროფილაქტიკის ინსტიტუტს, სადაც გაეცნენ დაწესებულებებში არსებული ლაბორატორიების მუშაობის და უსაფრთხოების პრაქტიკულ ასპექტებს.