უსაფრთხო ლაბორატორია უსაფრთხო მომავლისთვის

Logo Logo Logo Logo
სასწავლო ტური მილანში

სასწავლო ტური მილანში

2021 წლის 22-24 ნოემბერს CoLLLab პროექტით გათვლისწინებული ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში შედგა სასწავლო ტური იტალიაში, რომელსაც მასპინძლობდა მილანის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ლაბორატორია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა 9-კაციანმა დელეგაციამ დაათვალიერა ბიოუსაფრთხოების მე-2, მე-3 და მე-4 დონის ლაბორატორიები. ტრენერებმა მოისმინეს ლექციები ბუდ-3 და ბუდ-4 ლაბორატორიების უსაფრთხოების და არსებული პრაქტიკის საკითხებზე. ვიზიტის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო გაიარეს ბუდ-4 დონის ლაბორატორიაში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ. ვიზიტის დასასრულს, გაიმართა დისკუსია მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.